აქტუალური
კახა კალაძე - გიორგი მარგველაშვილს: სიცრუეზე აკეთებ განცხადებებს, თან პრეზიდენტი...

      საქართველო, 27 ოქტომბერი, საქინფორმი. თბილისის ახალარჩეული მერი საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც გიორგი მარგველაშვილი წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურის გამოყენებაზე ლაპარაკობს.
"მე არ მომისმენია პრეზიდენტის განცხადება, თუმცა, უბრალოდ მოგონილ ჭორებზე განცხადებების გაკეთება პრეზიდენტის მხრიდან, მგონია, რომ არასწორია. პრეზიდენტი უფრო მაღლა უნდა დადგეს ამ ყველაფერზე. წინასაარჩევნო დებატების დროს ერთ-ერთმა ჟურნალისტმა დასვა ეს შეკითხვა და ჩემი პასუხი იყო, რომ თუ არსებობს ამის რაიმე დამადასტურებელი ფაქტი, ერთად მივმართოთ შესაბამის სამსახურებს, მოხდეს გამოძიება, თუ ვინმე ავალდებულებდა ამ ადამიანებს, თუ იყო ზეწოლა, ესეც გამოვიძიოთ. ის, რომ მასწავლებელი, ბაღის თანამშრომელი, ექიმი ჩართული იყო საარჩევნო პროცესებში და მხარს მიჭერდა პირადად მე და "ქართულ ოცნებას", დასაძრახი და სიახლე არაფერია. ყველა ადამიანს აქვს უფლება და შესაძლებლობა, მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში, დაესწროს შეხვედრებს, ჩაატაროს თუნდაც აგიტაცია და მე აქ არანაირ პრობლემას არ ვხედავ. თუ რაიმე დარღვევაა, ერთად გამოვიძიოთ. სიცრუეზე აკეთებ განცხადებებს, თან პრეზიდენტი, მე მგონი, ცოტა არასწორია", - განაცხადა კახ კალაძემ.