სამართალი
ტყიბულის მაღაროს თანამშრომლები გაფიცვას აწყობენ

Tkibuliტყიბულის მეშახტეთა პროფკავშირული ორგანიზაცია და საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირი დღეს, 31 იანვარს, ორსაათიან გაფიცვას აწყობს.

როგორც აღნიშნული პროფკავშირებიდან საქინფორმის კორესპონდენტს აცნობეს, ისინი მაღაროელების შრომითი უსაფრთხოების დაცვას და მათთვის შრომით გარანტიებს ითხოვენ.

საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად, სპეციალური წერილი საგაფიცვო პროცედურის დაწყების შესახებ შპს "საქნახშირის" ხელმძღვანელებს წინასწარ გადაეგზავნათ. ორსაათიანი გაფიცვა შუადღეზე დაიწყება.

ტყიბულის მაღაროების თანამშრომლები ხელმძღვანელობას მოთხოვნების შესრულებისკენ მოუწოდებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მასშტაბური გაფიცვით იმუქრებიან.