საზოგადოება
ექსპერტები - ეკონომისტები ლარის ვარდნის გაგრძელების შემთხვევაში ქვეყანაში პროდუქტებზე ფასების მატებას პროგნოზირებენ

      საქართველო, 26 ოქტომბერი, საქინფორმი. ბიზნესი, რომელსაც სჯეროდა, რომ ლარი იყო სტაბილური ვალუტა თუნდაც ბოლო პერიოდის განმავლობაში და ისინი უბრალოდ სავალუტო ოპერაციებს არ ახორციელებდნენ, დღეს არჩევნების შემდეგ, თუ ეს ტრენდი გაგრძელდა ამ დღეების განმავლობაში, შესაძლებელია ბიზნესმა გაზარდოს მოთხოვნა უცხოურ  ვალუტაზე, რათა შეიძინონ იმის შიშით, რომ კიდევ უფრო არ გაუფასურდეს ვალუტა. ეს იმას ნიშნავს, რომ ლარმა შეიძლება იმაზე უფრო გაუფასურებული ნიშნული აჩვენოს, ვიდრე ეს საბაზრო მაჩვენებელი იქნება“, -განაცხადა ირაკლი ყიფიანმა.
ეს ყველაფერი უკავშირდება არჩევნებს, გამომდინარე იქდან, რომ პარტიებმა ფული დახარჯეს. ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ არჩევნებამდე ორჯერ ეროვნულმა ბანკმა მოახდინა ინტერვენცია და რაღაც ნიშნულზე შენარჩუნების ეჭვი არის, როგორც ეს შარშან იყო. შარშან ბევრჯერ მოხდა ეროვნული ბანკის მიერ ინტერვენცია იმისთვის, რომ კურსი დაეჭირათ არჩევნებამდე“, - აცხადებს ზვიად ხორგუაშვილი.