აქტუალური
„მოსკოვი მოუწოდებს ვაშინგტონს, რუსეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს მშვიდად მუშაობის საშუალება მისცეს“ - აშშ-ში რფ-ის საელჩოს განცხადება

      საქართველო, 26 ოქტომბერი, საქინფორმი. „რუსეთის მხარემ არაერთხელ განაცხადა, რომ  აშშ-ში რუსეთის მასმედიის იძულებამ, სტატუსი უცხოელ აგენტზე შეცვალონ, შესაძლოა, არსებითად გააძნელოს მათი მუშაობა. მოგიწოდებთ, ნუ შექმნით კიდევ ერთ გამღიზიანებელს ორმხრივ ურთიერთობაში და მშვიდად მუშაობის საშუალება მისცეთ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს“, - ნათქვამია რუსეთის საელჩოს განცხადებაში.  
საელჩომ, აგრეთვე, აღნიშნა, რომ ამერიკული აქტი უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ (FARA) გამოიყენება შერჩევითად და პოლიტიკურად მოტივირებულად, რუსეთის მასმედიაზე ზეწოლა კი არ წყდება.  
25 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ RT-მ უარი თქვა აშშ-ში უცხოელ აგენტად დარეგისტრირებაზე. ტელეკომპანიის წარმომადგენელთა მტკიცებით, ისინი ამერიკის იუსტიციის სამინისტროს შესაბამის მოთხოვნას გაასაჩივრებენ. 30 სექტემბერს რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ შეტყობინება გაუგზავნა ამერიკის რიგ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს მათი უცხოელი აგენტების სიაში შეყვანის თაობაზე. როგორც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა გაარკვიეს, ეს დაკავშირებულია აშშ-ში RT-და Sputnik-ის გამოცემებისათვის სავარაუდოდ უცხოელი აგენტების სტატუსის მინიჭებასთან. FARA ავალდებულებს ცალკეულ უცხოელ პირებსა და ორგანიზაციებს, გაასაჯაროონ დაფინანსების წყაროები. აქტი მოწოდებულია, „დაიცვას აშშ-ის საზოგადოება უცხოური პროპაგანდისაგან“.