აქტუალური
რუსმა დიპლომატებმა აშშ-ის ხელისუფლება საკონსულოს არქივის გატანაში დაადანაშაულეს

      საქართველო, 26 ოქტომბერი, საქინფორმი. „შეერთებული შტატების ხელისუფლებამ დამოუკიდებლად გაიტანა სან-ფრანცისკოში რფ-ის გენერალური საკონსულოს შენობიდან საკონსულოს ხელშეუხებელი არქივი და 23 ოქტომბერს გადასცა რფ-ის საელჩოს ვაშინგტონში, მიუხედავად არაერთი პროტესტისა რუსეთის მხრიდან“, - განაცხადეს აშშ-ში რუსეთის საელჩოში.  
„ამერიკის ხელისუფლებამ არ დაგვიშვა სან-ფრანცისკოში გენერალური საკონსულოს შენობაში, რომელიც მათი 2 სექტემბრის გადაწყვეტილებით დაიხურა, საკონსულოს არქივის გამოსატანად. ამის ნაცვლად მათ დამოუკიდებლად შეფუთეს და წაიღეს არქივი ვაშინგტონში. ეს გაკეთდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს არაერთი პროტესტის მიუხედავად. 23 ოქტომბერს არქივი საელჩოს გადაეცა“, - ნათქვამია რუსეთის დიპლომატიური მისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საელჩოში ხაზი გაუსვეს, რომ „საკონსულოს არქივები და დოკუმენტები ხელშეუხებელია ნებისმიერ დროს და მიუხედავად მათი ადგილმდებარეობისა“. „ამერიკულმა მხარემ თავისი ქმედებებით კიდევ ერთხელ უხეშად დაარღვია საკონსულო ურთიერთობის შესახებ ვენის კონვენციის და ორმხრივი საკონსულო კონვენციის დებულებები“, - აღნიშნულია განცხადებაში.
საელჩოში, აგრეთვე, აღნიშნეს, რომ „ოფიციალური ვაშინგტონის აგდებულმა დამოკიდებულებამ საერთაშორისო სამართლისადმი, რუსეთის დიპლომატიური და საკონსულო ობიექტებისადმი და საკუთრებისადმი რუსეთში აშშ-ის წარმომადგენლობის მიმართ ანალოგიურად მოქცევის შესაძლებლობა წარმოშვა“. „ნაცვალგების პრინციპით, რაზეც დამყარებულია დიპლომატიური ურთიერთობა“, - დასძინეს დიპლომატიურ მისიაში.