პუბლიკაციები
ქვეყნის თავკაცად წამომსვეს,
ვარ კალიგულას ცხენი მე,
მუხთლის გვირგვინი მოვირგე,
ჩემი შემრჩევის შემრცხვენი.
მამულიშვილად თავსა ვდებ,
ბედმა ყალბის თქმა მარგუნა,
ხალხის ღალატში მივძვრები,
მაძღრად რომ ვიყო თაგუნა.
ჩემია ტყე და მინდორი,
ვყიდი სამშობლოს ჭირადა,
აქ თუ ბილწ სულად მომნათლეს,
მფარველნი მთვლიან გმირადა.
მრუშთა, მუხთალთა ძმაკაცი,
ერის სიწმინდეს დავამცრობ,
გარყვნილებს ჩავეხუტები,
სპეტაკ სიცოცხლეს არა ვცნობ.
მაღალ პოსტს ვერვინ წამართმევს,
ევრ-ამერიკას სანამ სურს,
წავალ, ქართველებს დავტოვებ
ჯოჯოხეთისთვის დანავსულს.
21 ოქტომბერი 2017 წ.