რელიგია
საპატრიარქოს ბრიუსელში ტაძარი გადაეცა

      საქართველო, 26 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს საპატრიარქოს ბელგიისა და ჰოლანდიის ექსარქიას ბრიუსელში ტაძარი გადაეცა, რომლის ინაუგურაცია 2 დღის წინ გაიმართა.
საზეიმო წირვა, ქართველ მღვდელმთავრებთან ერთად, ბენილუქსის ქვეყნებში წარმოდგენილი ავტოკეფალური ეკლესიების იურისდიქციაში მყოფმა მაღალმა იერარქებმა და სამღვდელოებამ აღავლინეს. ტაძარში ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი დოსითეოზი (ბოგვერაძე) იმსახურებს.