სამართალი
საქართველო, 25 ოქტომბერი, საქინფორმი. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს და მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1969 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი დ.თ. და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე, 1984 წელს დაბადებული ე.ბ. ჯგუფური გამოძალვის ბრალდებით თბილისში დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები 1986 წელს დაბადებულ ბ.მ-ს სიცოცხლის მოსპობის მუქარით 2 000 აშშ დოლარს სძალავდნენ. სამართალდამცველებმა ბრალდებულები მანამდე დააკავეს, ვიდრე დაზარალებული მათ მოთხოვნილ თანხას გადასცემდა.
გამოძიება ჯგუფური გამოძალვის ფაქტზე მიმდინარეობს.