პოლიტიკა
საქართველო, 25 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბაქოს ეწვევა, სადაც 30 ოქტომბერს მონაწილეობას მიიღებს ბაქო-თბილი-ყარსის რკინიგზის მაგისტრალის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაში. მთავრობის მეთაური ბაქოში აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის მიწვევით ჩავა. რკინიგზის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებს ასევე თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიიფ ერდოღანი.