აქტუალური
„ქართული ოცნება“ თბილისელ ამომრჩეველს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობას უხდის და დასუფთავების მასშტაბურ აქციას იწყებს

      საქართველო, 25 ოქტომბერი, საქინფორმი. აქციის ფარგლებში დედაქალაქში არსებული ქუჩები პარტიის მხარდამჭერი პლაკატებისგან გათავისუფლდება. დასუფთავების პირველი აქცია საბურთალოს, ჩუღურეთისა და გლდანის რაიონებში გაიმართა, რომელშიც პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები მონაწილეობდნენ.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დასუფთავების აქციას თბილისის ყველა რაიონში ჩაატარებენ.