აქტუალური
შსს ფარულ ჩანაწერს ავრცელებს - სპეცოპერაცია ვანის ქუჩაზე

      საქართველო, 25 ოქტომბერი, საქინფორმი. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1978 წელს დაბადებული .. ნარკოდანაშაულისთვის თბილისში დააკავეს. შსს დღეს ვანის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის ამსახველ და ფარულად გადაღებულ ვიდეომასალას ავრცელებს
„სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 6 ნატეხი და 2 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა. პოლიციამ დაკავებულის მიერ გაყიდული, ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღო“, - აცხადებენ შსს-ში.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს.