უცხოეთი
სომხურ რუსული ერთობლივი სამხედრო დაჯგუფება - სარქსიანმა დოკუმენტს ხელი მოაწერა

      საქართველო, 25 ოქტომბერი. საქინფორმი. სომხეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა რუსეთთან საერთო სამხედრო დაჯგუფების და სომხეთის რუსულ-ბელორუსული სახელმწიფოთაშორისი საფინანსო სამრეწველო ჯგუფთან მიერთების შესახებ, პარლამენტის მიერ რატიფიცირებულ კანონს.
სომხურ-რუსული შეთანხმების მიხედვით, უნდა შეიქმნას ერთობლივი საჯარისო დაჯგუფებები, რომელმაც დროული რეაგირება უნდა მოახდინონ სახელმწიფოებზე თავდასხმის შემთხვევაში. საჭიროების შემთხვევაში დაიცვან და გააკონტროლონ სახელმწიფო საზღვრები, დაიცვან ერთმანეთის საჰაერო სივრცეები, მონაწილეობა უნდა მიიღონ ჰაერსაწინააღდეგო თავდაცვაში, საჭიროების შემთხვევაში დაიცვან ერთმანეთის სტრატეგიული ობიექტები.
ერთობლივი საჯარისო დაჯგუფების სამართავად, მოსკოვსა და ერევანს შორის დადებული ხელშეკრულების მიხედვით შეიქმნება გაერთიანებული სამეთაურო შტაბი. შეთანხმება 5 წლიანია და ავტომატურ გაგრძელებას ითვალისწინებს.
ხელშეკრულების რატიფიცირება სომხეთის პარლამენტმა 5 ოქტომბერს მოახდინა.

pirveliradio.ge