უცხოეთი
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა კობა ნაყოფიას სამი წლის ვადით ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა

      საქართველო, 25 ოქტომბერი. საქინფორმი. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს პარლამენტის წევრს, მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელ კობა ნაყოფიას სამი წლის ვადით ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა, ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
თავად კობა ნაყოფიას ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება უშუალოდ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მიიღო და არა სასამართლომ და მასში ვადებზე საუბარი არ არის, არ არის განმარტებული მიზეზიც.
ნაყოფიას ადვოკატებმა ფაქტი სასამართლოში უკვე გაასაჩივრეს. ისინი სასამართლო დავების დასრულებამდე, გადაწყვეტილების შეჩერებას ითხოვენ. ქართველი დეპუტატი ამ ფაქტს მიხეილ სააკაშვილსა და პოლიტიკას უკავშირებს.
„მოვუწოდებ საგარეო საქმეთა სამინისტროს, ჩვენს საელჩოს უკრაინაში, რომ უფრო ქმედითი ზომები მიიღონ,“ - აცხადებს კობა ნაყოფია.

rustavi2.ge