უცხოეთი
ფელგენგაუერზე თავდამსხმელი წარმოშობით საქართველოდანაა და ისრაელში ცხოვრობს

      საქართველო, 24 ოქტომბერი. საქინფორმი. ინტერნეტით უკვე ვრცელდება მამაკაცის ფოტოები, რომელიც ცოტა ხნის წინ რადიოსადგურ Эхо Москвы-ს ჟურნალისტ ტატიანა ფელგენგაუერს დაესხა თავს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.
აღნიშნული ფოტოები „ფესიბუქში“ „ეხო მოსკვის“ მთავარმა რედაქტორმა ვიტალი რუვინსკიმ ატვირთა.
უცნობი მამაკაცი რადიოსადგურის შენობაში ცოტა ხნის წინ შეიჭრა და ფელგენგაუერი დანით დაჭრა ყელის არეში.
მამაკაცი დააკავეს და პოლიციას გადასცეს, ჟურნალისტი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შემთხვევის თვითმხილველმა ოლგა ბიჩკოვამ აღნიშნა, რომ თავდამსხმელმა შენობაში შესაღწევად კარის ერთ მცველს აეროზოლიდან გაზი შეასხურა, მეორე კი დაჭრა.
ამ დროისათვის მიმდინარეობს დაკავებულის დაკითხვა. წინასწარი მონაცემებით, ის წარმოშობით საქართველოდანაა და ამჟამად ისრაელში ცხოვრობს.

sputnik-georgia.com