უცხოეთი
წარწერა Made in Georgia შესაძლებელია რუსულ პროდუქციაზე გაჩნდეს

      საქართველო, 24 ოქტომბერი. საქინფორმი. საქართველოს ტერიტორიაზე რუსული პროდუქციის ამწყობი ქარხნების  განთავსების პერსპექტივების განხილვისა და საქმიანი კონტაქტების  დამყარების მიზნით, კურგანის  ოლქის მსხვილი საწარმოების წარმომადგენლებმა ქართულ-რუსულ ბიზნეს-შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა.
თბილისში რუსი და ქართველი ბიზნესმენების მონაწილეობით ბიზნეს-ფორუმი გაიხსნა. ღონისძიების ორგანიზატორი კურგანის ოლქის ექსპორტის მხარდამჭერი ცენტრია. მიმღები ქვეყანა — საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია.
„დღეს დამსაქმებელთა ასოციაციაში ჩვენ წარმოგვიდგინეს ინფორმაცია საქართველოსთვის თავისუფალი ეკონომიკური  ზონების შესახებ. ასე რომ, ჩვენი რუსული კომპანიები შესაძლებლობას იღებენ  საკუთარი ბიზნესის ნაწილი აქ, საქართველოში განათავსონ მომგებიან პირობებში.  მომავალში იმის წყალობით, რომ პროდუქციაზე გაჩნდება  ეტიკეტი Made in Georgia, ევროპის ბაზრებზე უფრო მარტივად გავა“, — განაცხადა „Sputnik საქართველოსთან“  ბიზნეს-მისიის ორგანიზატორმა ოლგა ბაბოკოვამ.
თანამშრომლობის ინტერესი ქართულმა ბიზნესმენებმაც გამოთქვეს. მათი სიტყვებით, ეს კარგი შესაძლებლობაა წარმოების გამოცდილების გასაცნობად.
„ჩვენი დაინტერესება — ეს ის ტექნოლოგიებია, რომელიც ჯერ ჩვენ, სამწუხაროდ, არ გვაქვს. ჩვენ გვინდა ტექნოლოგიები, რომლებიც საქართველოში ჯერ განვითარებული არ არის“, — განაცხადა „Sputnik საქართველოსთან“  ბიზნესმენმა რომან ბადალიანმა.
რუსი მეწარმეების საქმიანი მისია საქართველოსა და სომხეთში 23-25 ოქტომბრის პერიოდში იმართება. ამ დროის განმავლობაში კომპანიებმა მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო ბიზნეს-ფორუმში, მოინახულეს საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია და პროფილური კომპანიები. რუსი ბიზნესმენები სამშაბათს სომხეთში გაემგზავრებიან.
ღონისძიების საინფორმაციო პარტნიორი საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik საქართველოა“.
საქართველომ და რუსეთმა 2017 წლის იანვარ-აგვისტოში ვაჭრობიდან  700, 4 მლნ აშშ დოლარზე მიიღეს, რაც საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვის საერთო მოცულობის 10,6%-ს შეადგენს. ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა,  2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რვა თვის განმავლობაში 30%-ით გაიზარდა.

sputnik-georgia.com