საზოგადოება
სილვიო ბერლუსკონიმ კახა კალაძეს თბილისის მერად არჩევა მიულოცა

      საქართველო, 24 ოქტომბერი, საქინფორმი. იტალიის ყოფილმა პრემიერმა სილვიო ბერლუსკონიმ კახ კალაძეს თბილისის მერად არჩევა მიულოცა. სატელეფონო საუბრისას ბერლუსკონიმ კალაძეს სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ იგი თბილისის გამორჩეული მერი იქნება.
კახა კალაძემ დედაქალაქის მერის არჩევნებში 51.13% მიიღო.  21 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. ამ დღეს საქართველოს მოქალაქეებმა ქვეყნის მასშტაბით 64 საკრებულოს 2058 დეპუტატი და 64 მერი პირდაპირი წესით, 4 წლის ვადით აირჩიეს.