სამართალი
ნინო ბურჯანაძე ამერიკის ელჩს აკრიტიკებს და არ გამორიცხავს, რომ საჩივრით სტრასბურგს მიმართავს

      საქართველო, 24 ოქტომბერი, საქინფორმი. ოპოზიციური პარტიებისგან შემდგარი ლიდერთა საბჭოს წევრი, პარტია დემოკრატიული მოძრაობის თავმჯდომარე  აცხადებს, რომ "არჩევნები დაიწერა და არა ჩატარდა". მისივე თქმით, "როგორც ჩანს, არავის არ აინტერესებს არჩევნები და ეს ნათელი გახდა მაშინ, როდესაც ამერიკის ელჩმა განაცხადა, რომ წინასაარჩევნო გარემო მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა".
ბურჯანაძის თქმით, საარჩევნო უბნებზე მმართველი გუნდი პირდაპირ აკონტროლებდა, ვინ მიდიოდა და ვის აძლევდა ხმას - არის უბნები, სადაც მის ბლოკს ერთი ხმაც კი არა აქვს აღებული და ეს შეუძლებელია. ამავე უბნებზე კი მმართველ პარტიას ხმათა 100%, 98% აქვს აღებული.
ლიდერთა საბჭო სრულ უნდობლობას უცხადებს არჩევნებს და ითხოვს, რომ ის არალეგიტიმურად იქნეს ცნობილი. ბურჯანაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილი ცდილობდა, მეორე ადგილზე გაეყვანა ბოკერიას პარტია და ეს დადასტურდა საჩხერის შედეგებით, სადაც ყველა უბანზე მეორე ადგილს სწორედ ევროპული საქართველო იკავებს.
დარღვევების ფაქტებთან დაკავშირებით ლიდერთა საბჭო დოკუმენტაციას აგროვებს და ამ დარღვევებს პარტიების ლიდერები აუცილებლად გაასაჩივრებენ. ნინო ბურჯანაძე არ გამორიცხავს, რომ საჩივრით სტრასბურგსაც მიმართოს.