სამართალი
სამაგიდო სიების თემა პრაქტიკაშიც და კანონის დონეზეც უნდა გასწორდეს - თეა წულუკიანი

      საქართველო, 24 ოქტომბერი, საქინფორმი. ეს განცხადება საქართველოს იუსტიციის მინისტრმა უწყებათაშორისი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. მინისტრმა თვითმმართველობის არჩევნების დროს დაფიქსირებული დარღვევებიდან პარტიების წარმომადგენლების მხრიდან სამაგიდო სიებზე წვდომა გამოყო. 
სამაგიდო სიებზე პარტიების წარმომადგენლებს, განურჩვლად იმისა, იყო ეს ოპოზიცია თუ მმართველი პარტი, ჰქონდათ ზოგიერთ უბანზე წვდომა. ამას, ალბათ, საკანონმდებლო დარეგულირება დასჭირდება. ამის პარალელურად, მე არ ვეთანხმები იმას, რომ პოლიტიკური აქტივიზმი უნდა ასევე აიკრძალოს უბანთან მიმდებარე ქუჩებზე თუ ტელეფონით ამომრჩეველთან დაკავშირება“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.