სამართალი
შსს-მ ქურდობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

      საქართველო, 24 ოქტომბერი, საქინფორმი. შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალქალაქის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ქურდობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1982 წელს დაბადებული .. ნინოწმინდის რაიონის სოფელ კონდურაში დააკავეს.
ა.ა-მ ნინოწმინდაში ერთ-ერთი ლომბარდიდან მობილური ტელეფონი მოიპარა. სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნაქურდალი ტელეფონი ამოიღეს, ხოლო სახლის ეზოდან - არარეგისტრირებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი.
ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ქურდობის ფაქტებზე მიმდინარეობს.