რელიგია
სარწმუნოება - ეს არის ჩვენი საფუძველი, ეს არის იმედი ჩვენი, ეს არის ადამიანის გადარჩენა! - საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე

      საქართველო, 24 ოქტომბერი, საქინფორმი. ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას უწმინდესმა და უნეტარესმა გაიხსენა, რომ რამდენიმე დღის წინ მასთან მივიდა მუსლიმანი და უთხრა, რომ მუსლიმანურ წიგნებში ლაპარაკია სამ ადგილზე, რომლებიც განსაკუთრებით მადლმოსილია. ეს არის ყუმი (ირანი), ერაყი და საქართველო. „დიდება უფალს და მადლობა უფალს, რომ აირჩია საქართველო. საქართველო არის ტახტი უფლისა და ჩვენ ვმადლობთ უფალს!", - ბრძანა ამასთან დაკავშირებით ილია მეორემ.
პარტრიარქის თქმით, 22 ოქტომბერს მართლმადიდებელი ეკლესია აბრაამისა და ლოთის ხსენების დღეს აღნიშნავს. „თქვენ იცით  ბიბლიიდან, რომ აბრაამს არ ჰყავდა შვილი. მას უთხრეს, რომ ეყოლებოდა შვილი. ეს შვილი რომ წამოიზარდა, ღმერთმა უბრძანა, მსხვერპლად შეეწირა და წაიყვანა შესაწირავად. ამ დროს ღმერთმა გამოაჩინა კრავი და ის იყო შეწირული. ამით გამოსცადა აბრაამი. განსაცდელი ყოველ ადამიანს გააჩნია და ჩვენ უნდა მტკიცედ ვიდგეთ სარწმუნოებაზე. სარწმუნოება - ეს არის ჩვენი საფუძველი, ეს არის იმედი ჩვენი, ეს არის ადამიანის გადარჩენა!“ - აღნიშნა პატრიარქმა.