პოლიტიკა
საქართველო, 24 ოქტომბერი, საქინფორმი. თბილისის ახალმა მერმა კახა კალაძემ "იმედის კვირასთან" პირდაპირ ეთერში სამომავლო გეგმებზე ილაპარაკა. "მერია უნდა იყოს მოქნილი სტრუქტურა, ჩვენი ქალაქის მოსახლეობას უნდა ემსახურებოდეს, ნაკლები ბიუროკრატია, მეტი ინოვაცია და მეტი თანამედროვეობა", - განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს, კალაძის თქმით, ეს აუცილებლად იქნება. "საკადრო ცვლილებები, რა თქმა უნდა, იქნება და ჩვენს გუნდში პროფესიონალები იმუშავებენ. მერიაში არის ბევრი ისეთი ადამიანი, ვინც კომპეტენტურია, პროფესიონალია", - განაცხადა თბილისის ახლად არჩეულმა მერმა.