საზოგადოება
საქართველო, 24 ოქტომბერი, საქინფორმი. „უკრაინის რადიკალური პარტიის“ ლიდერმა ოლეგ ლიაშკომ ოდესის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის ყოფილ უფროსს მიხეილ სააკაშვილს საქართველოში დაბრუნება ურჩია, სადაც მისმა პარტიამ არჩევნები პირწმინდად წააგო. შესაბამისი ჩანაწერი პოლიტიკოსის ფეისბუქგვერდზე გამოჩნდა.
„სააკაშვილის პარტიამ საქართველოში არჩევნებზე გამანადგურებელი მარცხი განიცადა. განსხვავება სამმაგზე მეტია! სააკაშვილო, დაუყოვნებლივ დაბრუნდი მშობლიურ საქართველოში, ის უშენოდ იღუპება! გააბედნიერე ერთგული ქართველები რეფორმების 5-კვირიანი გეგმით და გადაარჩინე შენი ქვეყანა! უკრაინას კი ჩვენ თვითონ გადავარჩენთ, უცხოელი არალეგალების გარეშე!“, - განაცხადა ლიაშკომ.