სამართალი
ამომრჩეველთა აქტივობამ 45,65% შეადგინა, საერთო ჯამში კომისიებში 309 საჩივარია შესული

      საქართველო, 23 ოქტომბერი, საქინფორმი. "არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე პროცესებმა, ძირითადად, მშვიდ გარემოში ჩაიარა  და რაიმე განსაკუთრებულ ინციდენტებს ადგილი არ ჰქონია", - ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ განაცხადა. ჟვანიას თქმით, საარჩევნო უბნებზე ხმების დათვლის პროცესმა კანონის შესაბამისად ჩაიარა.
წინასწარი მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ  45,65% შეადგინა. საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებსა და დამკვირვებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, თავისუფლად დაკვირვებოდნენ ხმების დათვლის პროცესს. საერთო ჯამში, ყველა საოლქო კომისიაში ამ დროისთვის 309 საჩივარია შესული. ამათგან ყველაზე მეტი საჩივარი მარნეულში, ვაკეში, ნაძალადევსა და ქუთაისში დაფიქსირდა. ჟვანიას განცხადებით, საჩივრები დაიწერა ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა მიერ.