პოლიტიკა
საქართველო, 23 ოქტომბერი, საქინფორმი. თბილისის მასშტაბით პროპორციულ არჩევნებში „ქართული ოცნება“ ლიდერობს. თბილისში არსებული 737 საარჩევნო უბნიდან ცესკო-ს მიერ ამ დროისთვის გამოქვეყნებულია 723 უბნის მონაცემები.
პარტიების მხარდამჭერთა პროცენტული მაჩვენებელი ასე ნაწილდება:
1. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 201 237 (53,03%);
2. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 66 970 (17,65%);
3. „ბაქრაძე, უგულავა – ევროპული საქართველო“ – 34 919 (9,2%);
4. „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 21 360 (5,63%);
5. „შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ – 14 778 (3,89%);
6. „გიორგი ვაშაძე – ერთობა ახალი საქართველო“ – 13 061 (3,44%).