აქტუალური
პუტინი: „უკრაინაში ხელისუფლების არაკონსტიტუციურად ხელში ჩაგდებაში დამნაშავეა ევროპა, იმიტომ რომ ამას მხარი დაუჭირა“

      საქართველო, 23 ოქტომბერი, საქინფორმი. რფ-ის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის გამოსვლიდან საერთაშორისო სადისკუსიო კლუბ „ვალდაი-2017“-ის XIV სხდომის პლენარულ შემაჯამებელ სესიაზე სოჭში 2017 წლის 20 ოქტომბერს:
„რაც შეეხება უკრაინას. თქვენ თქვით, რომ ევროპელთა აზრით, ბურთი რუსეთის მხარესაა. ჩვენი აზრით კი, ბურთი სწორედ ევროპის მხარეზეა. იმიტომ რომ სწორედ ევროპული კომისიის ყოფილი შემადგენლობის სრულიად არაკონსტრუქციული პოზიციის (გამოთქმებს ვარჩევ, რომ უხეშად არ გამომივიდეს) წყალობით მივიდა საქმე სახელმწიფო გადატრიალებამდე. რა გააკეთეს მათ?
პრობლემა იყო მხოლოდ უკრაინის მიერ ევროკავშირთან ასოციაციის შეთანხმების გაფორმება, ეკონომიკური შეთანხმების. მაშინდელმა პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა თქვა: „ეს ტექსტი არ მაკმაყოფილებს, გაფორმებას გადავდებ. მოდით, ტექსტზე კიდევ წავიმუშაოთ“. მას ხელმოწერაზე უარიც კი არ უთქვამს. დაიწყო არეულობა, რომელსაც მხარი დაუჭირა აშშ-მაც (ფინანსურად, პოლიტიკურად და ინფორმაციულად), და ევროპამაც სრული მოცულობით.
მათ მხარი დაუჭირეს ხელისუფლების არაკონსტიტუციურად ხელში ჩაგდებას, სხვათაშორის, სისხლიანს, მსხვერპლით, საბოლოოდ საქმე უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში ომამდე მიიყვანეს, ყირიმმა დამოუკიდებლობა და რუსეთთან შეერთება გამოაცხადა, და თქვენი აზრით, ეს ჩვენი ბრალია? ჩვენ მივიყვანეთ საქმე არაკონსტიტუციურ გადატრიალებამდე? დღევანდელი ვითარება უკრაინაში არაკონსტიტუციური, შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალების ბრალია, და ამაში დამნაშავეა ევროპა, იმიტომ რომ მას მხარი დაუჭირა“.