აქტუალური
პუტინი: „ჩვენ ვიმუშავებთ აშშ-სთან, თუ, რა თქმა უნდა, ეს თვითონ უნდათ. თუ არ უნდათ - არ ვიმუშავებთ“

      საქართველო, 23 ოქტომბერი, საქინფორმი. რფ-ის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის გამოსვლიდან საერთაშორისო სადისკუსიო კლუბ „ვალდაი-2017“-ის XIV სხდომის პლენარულ შემაჯამებელ სესიაზე სოჭში 2017 წლის 20 ოქტომბერს:
„რაც შეეხება აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტს: ვმუშაობთ იმ პრეზიდენტთან, რომელიც ამერიკელმა ხალხმა აირჩია. მისი გაუთვალისწინებლობა კი მხოლოდ მასთან არ არის დაკავშირებული. ეს უკავშირდება იმასაც, რომ ქვეყნის შიგნით ძალიან დიდი წინააღმდეგობაა.
მას ხომ, პრაქტიკულად, არცერთი წინასაარჩევნო პლატფორმისა და გეგმის განხორციელების საშუალებას არ აძლევენ, ჯანდაცვაში, კიდევ სადღაც. როგორც კი მიგრანტებზე გადაწყვეტილებას მიიღებს, სასამართლო მაშინვე ბლოკავს. ეს გამუდმებით ხდება. ამიტომ ვერ ვიტყვით, რომ მისი არაპროგნოზირებადობა მხოლოდ მასზეა დამოკიდებული - არა, ეს დამოკიდებულია მთელ ამერიკულ პოლიტიკურ სისტემაზე. მაგრამ ჩვენ მაინც ვიმუშავებთ იმ პარტნიორებთან, რომლებიც არიან.
აშშ მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკური, სამხედრო დერჟავაა. მართალია, სამწუხაროდ, მასთან საქონელბრუნვა თითქმის ნულოვანი გვაქვს - 20 მილიარდი დოლარი - მაგრამ შეერთებული შტატების გავლენა მსოფლიოში მაინც გლობალური და ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენთვის ის უდავოდ  ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია. ჩვენ ვიმუშავებთ ყველაფრის მიუხედავად, ყველა სირთულის მიუხედავად. თუ, რა თქმა უნდა, ეს თვითონ უნდათ. თუ არ უნდათ - არ ვიმუშავებთ“.