უცხოეთი
ტრამპის გადაწყვეტილებით, კენედის მკვლელობის საქმის საიდუმლო მასალები საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდება

      საქართველო, 23 ოქტომბერი. საქინფორმი. დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, ჯონ კენედის მკვლელობის საქმის საიდუმლო მასალები საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდება. შესაბამისი მიმართვა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა იუსტიციის დეპარტამენტს უკვე გაუგზავნა.
გრიფი საიდუმლო 3 ათასზე მეტ დოკუმენტს მოეხსნება. გარდა ამისა, მომავალ კვირას საქმის მასალების გასაჯაროებაზე დაწესებული შეზღუდვის ვადაც იწურება.
ეროვნულმა არქივმა დოკუმენტაციის ნაწილი რამდენიმე წლის წინ გაასაჯაროვა, თუმცა მნიშვნელოვან მტკიცებულებებს ამ დრომდე გრიფით საიდუმლო ადევს.
ჯონ კენედი 1963 წლის 22 ნოემბერს ქალაქ დალასში სნაიპერმა მოკლა. თავდასხმაში ეჭვმიტანილი, ლი ჰარვი ოსვალდი, იმ დღესვე დააკავეს, თუმცა, ორ დღეში, ეტაპირების დროს, ისიც მოკლეს.

rustavi2.ge