უცხოეთი
სააკაშვილი აცხადებს, რომ მისი დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსი გაიტაცეს

      საქართველო, 23 ოქტომბერი. საქინფორმი. ოდესის ექსგუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ კიევში მისი დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსი საქართველოში გიორგი რუბაშვილი გაიტაცეს. სააკაშვილის თქმით, ის ცოლთან ერთად კაფედან გამოდიოდა, როდესაც მას თავს 8 უცხო პირი დაესხა.
"ის კიევში ცხოვრობს და მოქალაქეობა აქვს. არ აქვს იარაღი. გიორგის გატაცება 2 საათის წინ მოხდა. პოლიცია აცხადებს, რომ ის მათ არ აუყვანიათ", - წერს სააკაშვილი.
შეგახსენებთ, რომ კიევში, უმაღლესი რადას წინ ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის მიერ ორგანიზებული აქცია 17 ოქტომბრიდან მიმდინარეობს. შენობის წინ მომიტინგეებმა 60 კარავი გაშალეს. აქციის ფარგლებში რამდენჯერმე დაპირისპირებაც მოხდა, რა დროსაც 11 აქტივისტი დააკავეს, რომლებიც ადმინისტრაციული ოქმების შედგენის შემდეგ გათავისუფლდნენ.

imedinews.ge