პოლიტიკა
„ქართული ოცნება“ 58%, „ნაციონალური მოძრაობა“ 16%, „ევროპული საქართველო“ 9%

      საქართველო, 21 ოქტომბერი, საქინფორმი. "ედისონ რისერჩის" ეგზიტპოლების მიხედვით, «ქართულმა ოცნებამ“ 58% დააგროვა და გაიმარჯვა.
ნაციონალურ მოძრაობას“ ამომრჩეველთა 16%-მა დაუჭირა მხარი.
ამომრჩეველთა 9%-მა მხარდაჭერა ევროპული საქართველოს“ გამოუცხადა, ხოლო პატრიოტთა ალიანსს“ 5%-მა დაუჭირა მხარი, იუწყება „რუსთავი 2“.
მე-2 ტური არ ჩატარდება.
"ედისონ რისერჩი" მსოფლიოში ცნობილი და ავტორიტეტული ორგანიზაციაა. ამერიკული საერთაშორისო კომპანია "ედისონ რისერჩი," მაღალი პროფესიული სტანდარტის მქონე ორგანიზაციაა, რომელიც იცავს საერთაშორისო დონეზე აღიარებულ პროფესიული ქცევისა და ეთიკის ნორმებს.