საზოგადოება
წინასაარჩევნო გარემო კარგია - აშშ-ის ელჩი

      საქართველო, 20 ოქტომბერი, საქინფორმი. აშშ-ის ელჩმა საქართველოში იან კელი ჟურნალისტებთან საუბარში წინასაარჩევნო გარემო შეაფასა. "წინასაარჩევნო გარემო კარგია და ამის გამო მოხარულები ვართ. არ ვფიქრობ, რომ რაიმე რეალური შეშფოთების მიზეზი გვქონდეს", - განაცხადა კელიმ. მისი განმარტებით, საელჩოს მჭიდრო კონტაქტი და კავშირი აქვს ეუთოსთან, IRI-სა და NDI-სთან. ელჩის თქმით, ის მოხარულია, რომ პრემიერის და ყველას სურვილია, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყოს და, ალბათ, ამასთან დაკავშირებით ეჭვის საფუძველი არ არსებობს.
საქინფორმი: ცენტრალური საარჩევნო კომისია, ამომრჩევლების და ყველა დაინტერესებული მხარის დროულად ინფორმირების მიზნით, 2017 წლის 21 ოქტომბერს დილის 08:30 აათიდან რამდენიმე საათში ერთხელ საინფორმაციო ხასიათის ბრიფინგებს გამართავს.
24
-საათიან რეჟიმში იმუშავებს როგორც კომისიის სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი (2 51 00 51), ისე ონლაინ ჩატი. შესაბამისად, ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება პასუხის მიღება არჩევნებთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხის შესახებ.