საზოგადოება
„რთველი 2017“ ძალიან წარმატებულად ჩატარდა, მევენახეების შემოსავალმა 143 მილიონი ლარი შეადგინა - პრემიერი კვირიკაშვილი

      საქართველო, 20 ოქტომბერი, საქინფორმი. "დღევანდელი მონაცემებით, მხოლოდ კახეთის რეგიონში 125 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა, მევენახეების შემოსავალმა 143 მილიონი ლარი შეადგინა. რთველის პროცესში ჩართული იყო 230 კომპანია და ყურძენი კომპანიებს 15 ათასამდე მევენახემ ჩააბარა.
მთელი ეს პროცესი იყო ძალიან ორგანიზებული, მევენახეები და მეწარმეები ფასზე შეთანხმდნენ სახელმწიფოსგან დამოუკიდებლად და ფასი განისაზღვრა ადგილწარმოშობის, ხარისხის და სხვა ფაქტორების მოთხოვნაზე დაფუძნებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა, მადლობა გადავუხადო მთლიანად რთველის საკოორდინაციო შტაბს და კონკრეტულად სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილს ძალიან ორგანიზებულად და წარმატებულად ჩატარებული რთველისთვის", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.