საზოგადოება
მავნე მწერი აზიური ფაროსანა საქართველოს ტერიტორიაზე აფხაზეთიდან გავრცელდა – ლევან დავითაშვილი

      საქართველო, 20 ოქტომბერი, საქინფორმი. ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა. მისივე თქმით, ოკუპირებულ რეგიონში ვითარება გაცილებით მძიმეა, თუმცა საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, საერთაშორისო დონორების დახმარებით აფხაზეთის მოსახლეობამდეც მიიტანოს ის საინფორმაციო კამპანია, რომელიც მავნებელი მწერის გამრავლების საწინააღმდეგოდაა მიმართული.
მინისტრი ასევე ამბობს, რომ 2017 წელი სოფლის მეურნეობის თვალსაზრისით არა მხოლოდ საქართველოში, რეგიონშიც ურთულესი იყო.
ფაროსანა გლობალურ პრობლემად ყალიბდება და ჩვენ გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია კოლეგებთან ყველა ქვეყანაში. ამ შემთხვევაში 2 დიდი ეპიცენტრი არსებობს, ეს არის საქართველო და ჩრდილოეთ იტალია. ამ მავნებელს ამერიკა 15 წელიწადზე მეტია ებრძვის, ჩვენ კი გვქონდა ფაროსანასთან ბრძოლის 1-წლიანი გამოცდილება. ამ გამოცდილებამ მოგვცა ძალიან მდიდარი ბაზა, რომ მომავალში უფრო ეფექტიანად ვიმუშაოთ", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.