პოლიტიკა
სანკტ-პეტერბურგში მუშაობა დაასრულა პარლამენტთაშორისი კავშირის 137-ე ასამბლეამ

      საქართველო, 20 ოქტომბერი, საქინფორმი. რუსეთი პირველად მასპინძლობდა უძველესი პოლიტიკური ორგანიზაციის - პარლამენტთაშორისი კავშირის დელეგატებს. სანკტ-პეტერბურგში ასამბლეაზე 160 ქვეყნიდან 2400 წარმომადგენელი ჩავიდა. ეს კავშირის არსებობის მანძილზე მონაწილეთა რეკორდული რიცხვია.
განხილული იქნა ბევრი აქტუალური თემა - კიბერუსაფრთხოება, ადამიანის უფლებები, ვითარება სირიაში. მასშტაბური პარლამენტთაშორისი დიალოგი ფედერაციის საბჭოს სპიკერმა ვალენტინა მატვიენკომ შეაჯამა.
„ასეთი საერთაშორისო მოედნები კარგი შესაძლებლობაა მრავალი ორმხრივი შეხვედრის ჩასატარებლად. ჩვენ იმდენი ორმხრივი მოლაპარაკება გავმართეთ, რომ ამას ორი-სამი წლის განმავლობაშიც ვერ გავაკეთებდით. ეს უზარმაზარი პლუსია, იმიტომ რომ ჩვენ საათები შევაჯერეთ, შევთანხმდით პარლამენტთაშორისი ურთიერთქმედების გაგრძელებაზე, ქვეყნებს შორის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობის განვითარებაში პარლამენტების როლზე. ეს ასევე უზარმაზარი პლუსია“, - აღნიშნა რფ-ის ფედერაციის საბჭოს ხელმძღვანელმა.