საქართველო, 20 ოქტომბერი. საქინფორმი. ამერიკულმა დაზვერვამ უახლესი ჩრდილოკორეული წყალქვეშა ნავი Sinpo-C აღმოაჩინა, რომელიც სავარაუდოდ 1 ან რამდენიმე კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტით არის აღჭურვილი. ამის შესახებ Diplomat-ი წერს.
გამოცემის ცნობით, წყალქვეშა ნავს დიზელის და ელექტრო ძრავა აქვს, ხოლო სიგანეში 11 მეტრს აღწევს.
ამ დრომდე ცნობილი იყო, რომ ფხენიანს მხოლოდ 1 წყალქვეშა ნავი ჰყავს. 19 ოქტომბერს ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს წარმოუდგენელი დარტყმით დაემუქრა.
12 სექტემბერს, გაეროს უშიშროების საბჭომ, ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ახალი სანქციების ამოქმედებაზე რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტს საბჭოს წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი, მათ შორის ჩინეთმა და რუსეთმაც.
3 სექტემბერს, ჩრდილოეთ კორეამ განაცხადა, რომ წარმატებით გამოსცადა წყალბადის ბომბი, რომლის დამაგრებაც შორ მანძილზე მოქმედ კონტინენტთაშორის ბალისტიკურ რაკეტაზე შეიძლება. იაპონელი სეისმოლოგების ინფორმაციით, მიწისქვეშა აფეთქების სიმძლავრე 160 კილოტონა იყო. კიმ ჩენ ინის თქმით, მეექსვსე ბირთვული ცდა ჩრდილოკორეელი ხალხის დიდი გამარჯვებაა.
imedinews.ge