პოლიტიკა
რუსეთის ფედერაცია ეგრეთ წოდებული ხელშეკრულებებით განაგრძობს ქართული რეგიონების შთანთქმას - მიხეილ ჯანელიძე

      საქართველო, 20 ოქტომბერი, საქინფორმი. ევროინტეგრაციის მნიშვნელობასა და „რუსული ოკუპაციის“ საკითხებზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრიუსელში ევროპარლამენტარებთან გამართულ სამუშაო შეხვედრებზე და  ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ილაპარაკა.
„ევროპის ერთიანობა ჩვენი რეგიონისთვის დიდი იმედია. ვამაყობ, რომ წარმოვადგენ ქვეყანას, რომელიც ძლიერი ენთუზიაზმის მქონე სახელმწიფოა. არ იქნება გადაჭარბებული, თუ ვიტყვი, რომ საქართველოს დემოკრატიული ტრანსფორმაცია სწორედ ევროპული მისწრაფებების შედეგია. ევროკავშირის ვალდებულება კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მიმართ და მისი მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი. ყველასთვის ცნობილია, რომ გრძელდება ჩვენი რეგიონების ოკუპაცია რუსეთის მიერ და ის განაგრძობს ჩვენი რეგიონების შთანთქმას ე.წ. შეთანხმებებით“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.