საზოგადოება
საქართველო, 19 ოქტომბერი, საქინფორმი. 2017 წლის 21 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნები გაიმართება.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) ამომრჩევლებსა და საარჩევნო პროცესის მონაწილე მხარეებს შეახსენებს, რომ საარჩევნო კოდექსის (მუხლი 6) შესაბამისად, არჩევნების დღე - 21 ოქტომბერი არის უქმე დღე.