საზოგადოება
კონსტიტუციის ახალი რედაქციის დამტკიცებიდან რამდენიმე დღეში მმართველი გუნდი ქვეყნის მთავარი კანონის ხელახლა გადახედვას იწყებს

      საქართველო, 19 ოქტომბერი, საქინფორმი. ხელისუფლება ვენეციის კომისიის შენიშვნებზე საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების შემდეგ ალაპარაკდა და მისი დოკუმენტში გათვალისწინებაც სამი მოსმენით კენჭისყრის შემდეგ გადაწყვიტა.
"იურიდიულად ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება შესაძლებელია მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო ცვლილებები ძალაში შევა, ანუ ხელი მოეწერება დოკუმენტს და გამოქვეყნდება. შესაბამისად, ჩვენ დაახლოებით ერთ კვირაში შეგვეძლება ამ დოკუმენტის ინიცირება. აქ ასახული იქნება მხოლოდ ის რეკომენდაციები, რომელიც მოგვცა ვენეციის კომისიამ. საქმე ეხება ბლოკის ერთჯერადად დატოვებას, ასევე ბონუსის სისტემის გაუქმებას. ჩვენ შეგვიძლია, დეკემბრის ბოლომდე ორი მოსმენით მივიღოთ ეს ცვლილებები, შემდეგ უკვე მარტის თვეში მესამე მოსმენით შეგვეძლება დოკუმენტის მიღება, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ოპოზიცია ახალი კონსტიტუციის დამტკიცებიდან რამდენიმე დღეში მმართველი გუნდის მიერ ქვეყნის მთავარი კანონის ხელახლა გადახედვას უპასუხისმგებლობად აფასებს. ქართულმა ოცნებამმიიღო ერთპარტიული და ანტიდემოკრატიული კონსტიტუცია, ახლა გვეუბნება, რომ იმავე დღეს კონსტიტუციის ცვლილების პროცესს იწყებს. ეს არის ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაზა ბიბილაშვილმა.