სამართალი
შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

      საქართველო, 19 ოქტომბერი, საქინფორმი. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1972 წელს დაბადებული .. ნარკოდანაშაულისთვის თბილისში დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი და საცხოვრებელის ბინის ჩხრეკისას ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალების 487 აბი ამოიღეს. ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად კ.გ-ს ბუპრენორფინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.