სამართალი
"ციანიდის საქმის" სამივე პროკურორი - ჯარჯი წიკლაური, ზვიად გუბელაძე და ვლადიმერ ვექილიანი პროკურატურამ გამოჰკითხა

      საქართველო, 19 ოქტომბერი, საქინფორმი. პირველი არხის ინფორმაციით, პროკურატურამ ისინი რამდენიმე კვირის წინ დახურული სასამართლო პროცესებიდან მედიასივრცეში მასალების გავრცელებასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოჰკითხა.
საქმის გამოძიების ფარგლებში პირველ ეტაპზე გამოკითხვაზე დეკანოზ გიორგი მამალაძის 6 ადვოკატი - გიორგი ფანცულაია, მია ზოიძე, მიხეილ რამიშვილი, პაატა მეხრიშვილი, სულხან კომახიძე და ეკა ლომიძე დაიბარეს. ყველა მათგანმა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, რის შემდეგაც ისინი მაგისტრ მოსამართლესთან დაკითხვაზე დაიბარეს. ადვოკატებმა არც სასამართლოში გასცეს პასუხები პროკურატურისათვის საინტერესო კითხვებს.
თბილისის პროკურატურაში გამოკითხვაზე უკვე იმყოფებოდნენ სასამართლოს თანამშრომლები, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ ე.წ. ციანიდის საქმეში. „ციანიდის საქმისგამოძიების მონაცემების გახმაურების ფაქტებზე პროკურატურაში გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 374-ე მუხლით მიმდინარეობს.