აქტუალური
არასამთავრობო ორგანიზაციის ”ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის” თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე გამოძიების დაწყებას და პრეზიდენტის დაკითხვას მოითხოვს

      საქართველო, 19 ოქტომბერი, საქინფორმი. ნანა კაკაბაძე პროკურატურას „შაბათის კურიერში“ გასული სიუჟეტის შემდეგ მიმართა, სადაც პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი სოსო ოხანაშვილი მას, დეპუტატ ეკა ბესელიას და ადვოკატ ირმა ჭკადუას შეწყალების კომისიის მუშაობის ფარგლებში კორუფციაში ადანაშაულებდა. კაკაბაძე ამბობს, რომ შეწყალება პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებაა და მისი მონაწილეობის გარეშე კომისია გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა, ამიტომ მთავარი კითხვები გამოძიებას გიორგი მარგველაშვილის მისამართით უნდა ჰქონდეს.
მე არაფერს არ გამოვრიცხავ, მე ვიძახი, რომ ეს არის გამოძიების საგანი, ანუ პროკურატურა უნდა დაინტერესებულიყო ამით. უკვე უნდა დაკითხული იყოს პრეზიდენტი, იმიტომ რომ თქვენ იცით, რომ ერთადერთი პირი კონსტიტუციით, ვინც არის უფლებამოსილი შეიწყალოს ადამიანი, ეს არის პრეზიდენტი, - განაცხადა ნანა კაკაბაძემ.