უცხოეთი
დონალდ ტრამპი ჯონ მაკკეინს ემუქრება

      საქართველო, 19 ოქტომბერი. საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არიზონელ სენატორ ჯონ მაკკეინს დაემუქრა. როგორც აშშ-ის ლიდერმა ვაშინგტონის რადიოსადგურთან ინტერვიუს დროს განაცხადა, მაკკეინს საჯარო კრიტიკის დროს მეტი სიფრთხილე მართებს.
„ეს ხალხი ფრთხილად უნდა იყოს, რადგან რაღაც ეტაპზე მე მათ სათანადო პასუხს გავცემ", - განაცხადა ტრამპმა. თავის მხრივ მაკკეინი კი აცხადებს, რომ "ტრამპზე „გაცილებით რთული მეტოქეებიც ჰყავდა“.
24 სექტემბერს, ტრამპმა  მაკკეინი ამომრჩევლის მოტყუებაში დაადანაშაულა. ტრამპის ასეთი შეფასება არიზონის შტატის გუბერნატორმა იმის გამო დაიმსახურა, რომ მან ჯანდაცვის პროგრამას ხმა არ მისცა. მაკკეინის აზრით, არსებული სისტემის გაუქმება პოტენციურად ფატალური დარტყმაა, რადგან თეთრი სახლის ლიდერმა ინიციატივა ნაჩქარევი გადაწყვეტილების საფუძველზე წარადგინა.

imedinews.ge