საქართველო, 18 ოქტომბერი, საქინფორმი. გიორგი კვირიკაშვილმა სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებულ 25 პირს პატივი მიაგო. პრემიერის თქმით, "ძმათა მკვლელმა ომმა შეიწირა საუკეთესონი. მათი საქციელი კიდევ არა ერთი თაობისთვის იქნება სულიერი სიმტკიცის წყარო. დარწმუნებული ვარ, რომ მათი სულები საქართველოს წარუძღვებიან შერიგების რთული პროცესის გზაზე. დარწმუნებული ვარ - გარდაუვალია ის, რომ ჩვენ - ქართველები, აფხაზები და ოსები აუცილებლად დავსხდებით, ერთმანეთს თვალებში ჩავხედავთ, სათქმელს ვეტყვით, შევრიგდებით და ავაშენებთ ჩვენს საერთო სახლს, რომელსაც ერთიანი და ძლიერი საქართველო ჰქვია", - განაცხადა პრემიერმა.
სამოქალაქო პანაშვიდზე მივიდა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეც.
პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს სახელმწიფო ჯილდოებზე წარუდგინა ადამიანები, რომლებიც აფხაზეთში საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლას გმირულად შეეწირნენ.