საზოგადოება
თბილისის მეტროპოლიტენის ახალი სადგური საბურთალოს ხაზზე — „სახელმწიფო უნივერსიტეტი" საზეიმო ვითარებაში გაიხსნა

      საქართველო, 17 ოქტომბერი, საქინფორმი. „მეტროსადგურის მშენებლობა 22 წლის განმავლობაში დაკონსერვებული იყო. სამშენებლო სამუშაოები 2015 წლის ივლისში განახლდა. პროექტი ხორციელდება აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით. მისი ღირებულება 83 მილიონ ლარზე მეტია“, - იუწყება „Sputnik საქართველოს" კორესპონდენტი.
ახალი, რიგით 23-ე მეტროსადგურის გახსნის ღონისძიებას საქართველოს მთავრობის, თბილისის მერიისა და დიპკორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მეტროპოლიტენი მზადაა ექსპლუატაციისთვის. ამ მეტროსადგურის საშუალებით თბილისელები და ქალაქის სტუმრები შეძლებენ უსაფრთხოდ და კომფორტულად გადაადგილებას. აღნიშნული ინფრასტრუქტურა აუცილებელია ურბანული ტრანსპორტის განვითარებისთვის. თბილისში ასევე არსებობს მზარდი სატრანსპორტო ნაკადის პრობლემა და ეს სატრანსპორტო ნაკადის განტვირთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საშუალებაა", — განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ.