საზოგადოება
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობისთვის "ქართული ოცნებიდან" გიორგი ტყემალაძე იბრძოლებს

      საქართველო, 17 ოქტომბერი, საქინფორმი. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობისთვის "ქართული ოცნებიდან" გიორგი ტყემალაძე იბრძოლებს. განცხადება გიორგი კვირიკაშვილმა გაავრცელა: "გიორგი ტყემალაძე არის თავისი საქმის პროფესიონალი და ამავე დროს გამოცდილი პოლიტიკოსი, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ამჯერად უკვე თავმჯდომარის რანგში, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს თბილისის საკრებულოს წარმატებულ საქმიანობაში".
პრემიერ-მინისტრი, პარტიის თავმჯდომარის რანგში, იმედს გამოთქვამს, რომ მმართველი გუნდი თვითმმართველობის არჩევნებზე გაიმარჯვებს.