საზოგადოება
ექსპერტის რჩევები: როგორ ვებრძოლოთ ფაროსანას სახლის პირობებში

      საქართველო, 17 ოქტომბერი, საქინფორმი. ფაროსანამ თავისი შავბნელი საქმე უკვე გააკეთა, მან ძალიან დიდი ზიანი მიაყენა ჩვენს სოფლის მეურნეობას. ახლა დგება ზამთრის პერიოდი და ის ეძებს იმ ადგილებს, სადაც შეძლებ გამოზამთრება. ეს ადგილებია დახურული სივრცეები, ანუ საცხოვრებელი სახლები. ამიტომ ჩვენ დაზამთრების ადგლას ფაროსანა მაქსიმლურად უნდა მოვსპოთ“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ექსპერტმა მერაბ იოსავამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა. იოსავას თქმით, ფაროსანა ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის.
მე, მაგალითად, თავს შევიკავებდი სახლის პირობებში შეწამვლისგან. ყველა წამალს აქვს თავისი გარკვეული შხამური თვისებები, ამიტომ ძალიან კარგად უნდა იცოდეთ, რა წამალია და რამდენად უსაფრთხოა. მოსახლეობას ვურჩევ, ეულებრივი მტვერსასრუტით დაჭერილი ფაროსნები საპნიან წყალში ჩააგდონ, რადგან ჩვეულებრივ წყალში ის ცურავს, საპნიან წყალში კი იხრჩობა. 1 ფაროსანას განადგურება მომავალში იწვევს 200-300 მომავალი თაობის არქონას“, - აღნიშნა მერაბ იოსავამ.
მისი თქმით, საქართველოში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის კუთხით ამერიკელი სპეციალისტების რეკომენდაციებს იყენებენ. აშშ-ში ეს საკმაოდ დიდი პრობლემაა, 21 მილიარდის ზარალი მიაყენა. ჩვენ ამერიკელი სპეციალისტების რეკომენდაციას ვიყენებთ. მათი რეკომენდაციით, სახლის პირობებში ფაროსანას წინააღმდეგ ყველაზე ეფექტიან და უსაფრთხო მექანიკური ბრძოლაა“, - აცხადებს ექსპერტი.