სამართალი
საქართველოს პროკურატურა ოფიციალურად ადასტურებს, რომ ტერორიზმისა და ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული 12 პირის საქმეებზე ხელახალი გამოძიება დაიწყო

     საქართველო, 17 ოქტომბერი, საქინფორმი. ინფორმაციას ადასტურებს საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ნადარეიშვილი.
ეს ადამიანები თბილისში ამერიკის საელჩოსთან, ლეიბორისტული პარტიის ოფისთან, მუხიანში აფეთქებების გამო და საქართველოს რკინიგზის ობიექტებზე ტერორისტული აქტების ბრალდებით დააკავეს და გაასამართლეს.
„მე ვადასტურებ იმას, რომ შემოსულია დეპარტამენტში საჩივრები, რომელთა საფუძველზეც დაიწყო ხელახალი გამოძიებები, მიმდინარეობს გამოძიება... არ ხდება გადახედვა. გადახედვა მოხდება მას შემდეგ, თუ გამოძიებით დადგინდება, რომ ის განაჩენი, რომელიც თავის დროზე არის დამდგარი, ეყრდნობოდა არადამაჯერებელ ან არასწორ მტკიცებულებებს“, - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.