საქართველო, 17 ოქტომბერი, საქინფორმი. ამ დღესთან დაკავშირებით გმირთა მოედანზე 10:00 საათზე ვეტერანების საქმეთასახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე თანამშრომლებთან ერთად საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულიგმირებს პატივს მიაგებს და მემორიალს გვირგვინით შეამკობს.
12:00 საათზე, თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის ტერიტორიაზე არსებულ ტირის ბაზაზე, ვეტერანთა შორის გაიმართებატურნირი, პისტოლეტის სპორტულ სროლაში. მონაწილეები სრულყოფილად შესრულებული დავალების და სროლის შედეგების მიხედვით მსაჯებისგან შეფასდებიან.
14:00 საათზე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის უფროსი ვლადიმერ იმნაძე უწყების თანამშრომლებთან ერთად სამებისსაკათედრო ტაძარში, აფხაზეთში 25 დაღუპული გმირის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრება და პატივს მიაგებს მათ ხსოვნას.
ვეტერანთა დღე აღინიშნება საქართველოს სხვა ქალაქებშიც. კერძოდ : ქუთაისში, ოზურგეთში, რუსთავში, ზუგდიდში, გურჯაანში,თელავში, გორში, კასპში, მცხეთაში, დუშეთში, წეროვანში, ბათუმში, ქობულეთში და ახალციხეში. აღნიშნულ ქალაქებში ვეტერანებისსაქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლები გვირგვინით შეამკობენ საქართველოსერთიანობისთვის დაღუპული გმირების მემორიალებს.