საქართველო, 17 ოქტომბერი. საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციის დოკუმენტს ხელი მოაწერა. შესაბამისი ინფორმაცია, იურიდიული ინფორმაციის ოფიციალურ ინტერნეტ პორტალზეა განთავსებული.
"უნდა შეჩერდეს სამეცნიერო და ტექნიკური თანამშრომლობა, ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენელ პირებთან", - წერია განკარგულებაში. "ატომურ, აერონავტიკის, საინჟინრო და საავიციო სფეროებში თანამშრომლობა დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ხელს არ შეუწყობს ფხენიანის ბირთვული და სარაკეტო პროგრამის განვითარებას", - წერია კრემლის ოფიციალურ დოკუმენტში.
პუტინმა, რუსულ საზღვაო გემებს, რომლებიც ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ პროგრამასთან არიან დაკავშირებულნი, სახელმწიფო რეგისტრაციიდან ამოიღო და ამავე გემებს, რუსულ პორტებში შესვლა აუკრძალა.
12 სექტემბერს, გაეროს უშიშროების საბჭომ, ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ახალი სანქციების ამოქმედებაზე რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტს საბჭოს წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი, მათ შორის ჩინეთმა და რუსეთმაც.
3 სექტემბერს, ჩრდილოეთ კორეამ განაცხადა, რომ წარმატებით გამოსცადა წყალბადის ბომბი, რომლის დამაგრებაც შორ მანძილზე მოქმედ კონტინენტთაშორის ბალისტიკურ რაკეტაზე შეიძლება. იაპონელი სეისმოლოგების ინფორმაციით, მიწისქვეშა აფეთქების სიმძლავრე 160 კილოტონა იყო. კიმ ჩენ ინის თქმით, მეექსვსე ბირთვული ცდა ჩრდილოკორეელი ხალხის დიდი გამარჯვებაა.
imedinews.ge