უცხოეთი
საქართველო, 17 ოქტომბერი. საქინფორმი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ოკუპირებულ ცხინვალთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
სერგეი ლავროვის თქმით, „რუსეთის ფედერაცია დაეხმარება რესპუბლიკას სუვერენიტეტის დაცვაში“.
„სამხრეთ ოსეთს ჩვენ ვაღიარებთ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. რუსი მშვიდობისმყოფელები, რუსეთის არმია უშუალოდ ეხმარებოდა მას, რომ არ შესრულებულიყო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის განზრახვა, რომელიც „ტერიტორიული პრობლემის“ გადაჭრას ძალის გამოყენებით ცდილობდა“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა
1tv.ge