პოლიტიკა
თურქმენეთი, უზბეკეთი, ვანუატუ და შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეა პარლამენტთაშორისი კავშირის წევრები გახდნენ - 137-ე ასამბლეის სიახლეები

      საქართველო, 17 ოქტომბერი, საქინფორმი. რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის სპიკერი ვალენტინა მატვიენკო სანკტ-პეტერბურგში მიმდინარე პარლამენტთაშორისი კავშირის 137-ე ასამბლეის თავმჯდომარედ აირჩიეს.
პშკ-ს შემადგენლობა სამი ახალი წევრით შეივსო: ორგანიზაციაში მიიღეს თურქმენეთი, უზბეკეთი და ვანუატუ. ახლა პარლამენტთაშორისი კავშირის წევრი სახელმწიფოების რიცხვია 176.
ფედერაციის საბჭოს პრესსამსახურის ცნობით, პარლამენტთაშორისი კავშირის თავმჯდომარემ საბერ ჩოუდჰურიმ ორგანიზაციის ხელმძღვანელი ორგანოს სხდომაზე განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში მათთან შემოერთების განზრახვა აქვთ მარშალის კუნძულებს და სენტ-ლუსიას. ამჟამად ისინი პარლამენტთაშორისი კავშირის დამკვირვებელი ქვეყნები არიან.
მიღებულია, აგრეთვე, გადაწყვეტილება პარლამენტთაშორის კავშირში ასოცირებულ წევრად შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის მიღების შესახებ. ახლა ასეთი ორგანიზაციების რიცხვმა 12-ს მიღწია.
ამავე დროს პარლამენტთაშორისი კავშირის გენერალურმა მდივანმა მარტინ ჩუნგონგმა ახალი მექანიზმის - კავშირში „უნივერსალური წევრობის“ ინიციატივა გამოაცხადა, რომლის წყალობით საწევროს დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში ორგანიზაციის წევრობა არ შეწყდება. ამგვარად, პშკ-ში წევრობის ისეთივე მექანიზმი იმოქმედებს, როგორიც გაეროშია.